loader

ამერიკელმა ბიჭმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა, რომ ოჯახთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა ბიჭმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა, რომ ოჯახთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს

24 წლის ამერიკელ სტენ ლარკინს ისე უნდოდა, ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვედროდა, საავადმყოფოდან წავიდა, სადაც გულის გადანერგვის ოპერაციის რიგს ელოდებოდა. ამასთან, ახალგაზრდა მამაკაცი უგულოდ იყო და 6,5-კილოგრამიანი პორტატული მოწყობილობა ჰქონდა მიერთებული.

მსგავსმა პრაქტიკამ ბოლო წლებში აშშ-ში ფართო გავრცელება ჰპოვა, რადგან გულის გადანერგვაზე რიგი ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ამასთან, პაციენტებს შეუძლიათ სახლში იყვნენ და ოპერაციის მოლოდინში ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრონ. მოწყობილობას ყუთის ფორმა აქვს და ჩვეულებრივ ზურგჩანთაში ეტევა. სპეციალური მილების საშუალებით, აპარატი ახალგაზრდის შინაგან ორგანოებს უერთდება.