loader

უსახლკაროებს ეგონათ, საერთო სასადილოში მივიდნენ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ ზღაპრულ გარემოში მოხვდნენ... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსახლკაროებს ეგონათ, საერთო სასადილოში მივიდნენ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ ზღაპრულ გარემოში მოხვდნენ...

აშშ-ის მოსახლეობის 3% უსახლკაროა. უსახლკაროები, როგორც ბევრი თვლის, უპასუხისმგებლო ადამიანები არ არიან. მათ, უბრალოდ, ცხოვრებაში არ გაუმართლათ - სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარეშე, ღია ცის ქვეშ ოჯახებთან ერთად დარჩნენ.

რა მოხდება, თუ ეს ადამიანები ქუჩიდან ცივილიზებულ და კულტურულ გარემოში ერთხელ მაინც ისადილებენ? ისადილებენ მუსიკის თანხლებით, მაგიდაზე ლამაზი სუფრითა და სანთლებით? ორგანიზაცია Prank It Forward-მა, რომელიც კეთილი სიურპრიზების ორგანიზებითაა დაკავებული, ასეთი ცდის ჩატარება გადაწყვიტა. მათ ჩვეულებრივი სასადილო, სადაც ყოველდღიურად ასობით უსახლკარო სადილობს, დიზაინერის დახმარებით 5-ვარსკვლავიან რესტორნად აქციეს. პროფესიონალმა შეფ-მზარეულმა და მოხალისეების ჯგუფმა კი საუკეთესო კერძები მოამზადეს მიუსაფრებისთვის.

ვახშამზე მიწვეულები თვალებს ვერ უჯერებდნენ. გემრიელ საჭმელზე მეტად ისინი ოთახის დიზაინმა და სიმებიანი კვარტეტის მუსიკამ მოხიბლა - უსახლკაროებმა დააფასეს, რა ბედნიერებაა, იგრძნო ადამიანებისგან პატივისცემა.

იხილეთ:

მაწანწალადან ბიზნესმენამდე: წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია რამდენიმე წუთში

"ძალიან მშია, იქნებ პატარა ლუკმა მომცეთ" - ექსპერიმენტი მოულოდნელი შედეგით

გული გაგითბებათ, როცა ნახავთ, რაში დახარჯა ამ უსახლკარო მამაკაცმა ნაჩუქარი 100 დოლარი