loader

შეტაკებები სომხეთში - ხალხი ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული რუსი სამხედროს გადაცემას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეტაკებები სომხეთში - ხალხი ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული რუსი სამხედროს გადაცემას ითხოვს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაახლოებით 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო "ნიუსარმენია" იუწყება. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია.
მომიტინგეები, რომლებმაც დღეს საღამოს პროტესტი რუსეთის საკონსულოსთან გამოხატეს, სომხეთისთვის იმ რუსი სამხედრო მოსამსახურის გადაცემას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ბოლო ინფორმაციით, მომიტინგეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს.