loader

ინდოელმა მამამ 10 წლის შვილის ცოცხლად დამარხვა სცადა, იმ მიზეზით, რომ ბავშვი გოგონაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელმა მამამ 10 წლის შვილის ცოცხლად დამარხვა სცადა, იმ მიზეზით, რომ ბავშვი გოგონაა

ინდოეთში, ტრიპურას რეგიონში, მამაკაცი დააპატიმრეს, რომელმაც საკუთარი 10 წლის შვილის ცოცხლად დამარხვა სცადა. მამამ ბავშვს ხელები შეუკრა და პირი აუხვია, საკუთარი სახლის უკანა ეზოში ორმო გათხარა, შვილი შიგ ჩასვა და მიწა დააყარა.

აბდულ ჰუსეინი ბავშვის დამარხვას ცოლის სახლში დაბრუნებამდე "ასწრებდა", თუმცა "არ დასცალდა". მეუღლემ მაშინ მოუსწრო, როცა მოზარდი მკერდამდე იყო მიწაში ჩაფლული. როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა მამაკაცის დაკითხვის შემდეგ განაცხადეს, ჰუსეინი შვილს იმ მიზეზით მარხავდა, რომ ბავშვი გოგონაა.