loader

უპილოტო აპარატის ჩამოვარდნამ მფლობელს ულამაზესი ვიდეოს გადაღების საშუალება მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპილოტო აპარატის ჩამოვარდნამ მფლობელს ულამაზესი ვიდეოს გადაღების საშუალება მისცა

ბოლო დროს ინტერნეტში ბევრი ლამაზი სამოყვარულო ვიდეო ქვეყნდება, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებითაა გადაღებული. ხშირად დრონების მფლობელები ვიდეოს გადასაღებად იყენებენ კამერებს, რომლებსაც სხვადასხვა გარემოპირობებში მუშაობა შეუძლიათ. ამაში ავსტრალიელი უპილოტო თვითმფრინავის მფლობელი დარწმუნდა.

მან უპილოტო საფრენი აპარატი კეიპ-რეინჯის ეროვნული პარკის სანაპიროს თავზე გაუშვა. უპილოტო თვითმფრინავს GoPro 3+ Black Edition კამერა ჰქონდა დამაგრებული. პირველ წუთებში ფრენა ჩვეულებრივი რეჟიმით მიმდინარეობდა, მაგრამ მალე თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და ოკეანეში ჩავარდა. თუმცა კამერამ მუშაობა გააგრძელა და წყალქვეშა სამყაროს ულამაზესი კადრები აღბეჭდა.

ასევე იხილეთ:

მოყვარულებმა ვულკანის ამოფრქვევა უპილოტო აპარატის დახმარებით გადაიღეს

უპილოტო საფრენმა აპარატმა ფერმაზე გადაფრენისას საშინელი საიდუმლო გამოააშკარავა