loader

ეგვიპტეში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი პოლიციელია, ათობით დემონსტრანტი კი დაშავებულია.

ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, კაიროსა და ალექსანდრიაში, აქციები 2011 წლის სახალხო ამბოხების ოთხი წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც შემდეგ შეტაკებებში გადაიზარდა, ეგვიპტეში შაბათს, კაიროში გამართული მარშის დროს აქციის მონაწილე გოგონას მკვლელობას მოჰყვა. აქტივისტები მის სიკვდილში პოლიციას ადანაშაულებენ. სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა გასულ წელს 2011 წლის სახალხო ამბოხების სამი წლის აღსანიშნავ აქციაზეც.