loader

მსოფლიოს 2015 წელს ულამაზესი "მის სამყარო" ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს 2015 წელს ულამაზესი "მის სამყარო" ჰყავს

26 იანვარს მაიამიში "მის სამყაროს" ფინალური შოუ გაიმართა. კონკურსში გამარჯვება კოლუმბიის წარმომადგენელმა, პაულინა ვეგამ მოიპოვა. გოგონას გარდა, ფინალისტების ხუთეულში ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, უკრაინისა და იამაიკის წარმომადგენლებიც მოხვდნენ. "მის სამყაროს" 22 წლის გამარჯვებულის შესახებ ცნობილია, რომ იგი ცნობილი ტენორის, გასტონ ვეგას შვილიშვილია. მას სამი ძმა და ოთხი და ჰყავს.

კონკურსში 87 გოგონა მონაწილეობდა, მათ შორის, "მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი.