loader

ობამა სამხედრო აღლუმის დროს საღეჭი რეზინის ღეჭვის გამო გააკრიტიკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამა სამხედრო აღლუმის დროს საღეჭი რეზინის ღეჭვის გამო გააკრიტიკეს

აშშ-ის პრეზიდენტის საქციელმა ინდოელი ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. ნიუ-დელიში, ინდოეთის რესპუბლიკის დღეზე ჩასულმა ბარაკ ობამამ მავნე ჩვევაზე უარი ვერ თქვა და სამხედრო აღლუმის დროს საღეჭი რეზინის ღეჭვით ირთობდა თავს. ინდოელი ბლოგერების აღშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ ამ საზეიმო ღონისძიების დროსაც კი, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ესწრებოდა, ობამას ღეჭვა არ შეუწყვეტია.

ოპერატორებმა აღლუმის პირდაპირი ტრანსლაციის დროს ობამა ახლო ხედით აჩვენეს, მაშინ, როდესაც კევს პირიდან იღებდა. ცნობილია, რომ ბარაკ ობამა ნიკოტინზე დამოკიდებულებას საღეჭი რეზინის ღეჭვით ებრძვის. ამის გამო იძულებულია, იგი მუდმივად გამოიყენოს.