loader

სამი ახალაგაზრდა კამბოჯაში გააგზავნეს, რათა ენახათ, როგორ იკერება ტანსაცმელი... მათი რეაქცია ყველაფრის მთქმელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი ახალაგაზრდა კამბოჯაში გააგზავნეს, რათა ენახათ, როგორ იკერება ტანსაცმელი... მათი რეაქცია ყველაფრის მთქმელია

3 ახალგაზრდა ნორვეგიელი კამბოჯაში გააგზავნეს, რათა ენახათ, თუ სად მზადდება ის ტანსაცმელი, რომელსაც ვიცვამთ.

"ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სერიალი, სადაც ახალგაზრდა ნორვეგიელები დაფიქრდებოდნენ, თუ ვინ კერავს მათ ტანსაცმელს. ნორვეგიელი თინეიჯერები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ტანსაცმელში, თუმცა, წარმოდგენა არ აქვთ როგორ იქმნება ის. მოდის ინდუსტრია მუდმივი თემაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაღელვებს, ვინაიდან ტანისამოსს ჩვენ მუდმივად ვყიდულობთ. მე და ჩემმა გუნდმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სერიები, რომლებიც ადამიანებზე ზემოქმედებას მოახდენდა და ეს ასეც მოხდა.

ეთერში გასვლის შემდეგ ეს სერიები ბევრმა დააშეარა, რამაც ნორვეგიაში მდებარე ბრენდებზე ზეწოლა განახორციელა და აიძულა, რომ ცვლილება მოეხდინათ. ეს განსაკუთრებით ითქმის H&M-ის ტანსაცმლის ბრენდზე. 3 ახალგაზრდიდან ერთ-ერთმა - ანიკენმა ბლოგზე დაწერა, თუ რა მოხდა კამბოჯაში და ნორვეგიაში მდებარე H&M-თან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იყო, მაგრამ საწადელს მიაღწია და H&M-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც კამბოჯაში თავს გადამხდარი ამბავი მოუყვა და აგრეთვე გაუზიარა აზრი, თუ რა უნდა გაკეეთებინა კომპანიას, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყო.

ამ სერიების უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და დებატები გამოიწვია არა მარტო ნორვეგიაში, არამედ ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, ბელგია, მექსიკა და არგენტინა. ამ ამბავმა დიდი ინტერესი გამოიწვია თინეიჯერებსა და უფროსებში როგორც ნორვეგიაში, ასევე მსოფლიოს ირგვლივ. ჩვენ ვაპროტესტებთ ტანისამოსის ინდუსტრიაში მომუშავეების საცხოვრებელ პირობებს, რაშიც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტანსაცმლის ბრენდებს, რომლებიც ვალდებული არიან რამე შეცვალონ", - ამბობს რეჟისორი იოაკიმ კლევენი.