loader

რუს დეპუტატს მთელმა ევროსაბჭომ დასცინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუს დეპუტატს მთელმა ევროსაბჭომ დასცინა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 28 იანვარს გამართულ ხმის მიცემის პროცედურის დროს, რომლის მიხედვითაც ცვლილება უნდა შესულიყო რეზოლუციაში რუსული დელეგაციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პუნქტის განხილვის დროს ფედერაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, რომ მათ არ მიეცათ საშუალება, კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ.

"მე ხმის მიცემა ვერ შევძელი, რადგან აპარატი არ მუშაობს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს საგანგებოდაა მოწყობილი, მაგრამ..." - რუს დეპუტატს ფრაზის დასრულება არ დასცალდა, რადგან სესიის წამყვანმა საუბარი შეაწყვეტინა: "რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება არ აქვს მისსავე წარდგენილ საკითხზე". ამას დარბაზში მსხდომი დეპუტატების ხმამაღალი და ხანგრძლივი სიცილი მოჰყვა.