loader

მედიამ პუტინის დამალულ ქალიშვილს მიაკვლია: მეცნიერი, ბიზნესლედი და აკრობატი კატერინა ტიხონოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედიამ პუტინის დამალულ ქალიშვილს მიაკვლია: მეცნიერი, ბიზნესლედი და აკრობატი კატერინა ტიხონოვა

რუსებისთვის დახურულ თემას - რუსეთის პრეზიდენტის ოჯახსა და პირად ცხოვრებას, შესაძლოა, კიდევ ერთი ფარდა აეხადა: მედია ამტკიცებს, თითქოს ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "იპოვა", რომლის შესახებ დღემდე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი. ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის 28 წლის ქალიშვილი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური განვითარების ფონდის დირექტორი კატერინა ვლადიმიროვნა ტიხონოვა ერთი და იგივე პიროვნებაა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირმა სააგენტო Reuters-ს ანონიმურობის დაცვის პირობით ინფორმაცია დაუდასტურა კიდეც.

კატერინა ტიხონოვას შესახებ ცნობილია კიდევ ის, რომ იგი აკრობატული როკ-ენ-როლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ინტერნეტში იძებნება ვიდეორგოლები, სადაც იგი საკუთარ პარტნიორთან, ივან კლიმოვთან ერთად ცეკვავს.

კაშინი ვარაუდობს, რომ კატერინა ტიხონოვამ ფსევდონიმი ბებიის - პრეზიდენტის ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას დედის - ეკატერინა ტიხონოვას პატივსაცემად აიღო.