loader

76 წლის ქალიშვილი გათხოვდა... ადრე დედა უშლიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

76 წლის ქალიშვილი გათხოვდა... ადრე დედა უშლიდა

76 წლის პენსიონერი საკინა კაშაპოვა მოხუცთა თავშესაფარში პირველ სიყვარულს შეხვდა. მისი რჩეული 67 წლის გუსმან ვალიულინია, რომელიც ინვალიდობის გამო მთელი ცხოვრება დაკომპლექსებული იყო და არცერთხელ ყოფილა დაქორწინებული.

"ძალიან კარგი ადამიანია, არ სვამს, არ ეწევა, ყველას ეხმარება. იყო დრო, როდესაც ავადმყოფობის გამო ლოგინში ჩავწექი. ის არ მომშორებია, ისე მივლიდა", - აცხადებს მოხუცი ქალბატონი.

საკინა ასევე ძალიან ზრუნავს ქმარზე, ის ხომ 76 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ შეხებია მამაკაცს. მან ქალიშვილობა შეინახა და ამის შესახებ ღიად საუბრობს. ახალგაზრდობაში მას დრო არ ჰქონდა პირადი ცხოვრებისთვის. გათენებისთანავე ფერმაში მიდიოდა სამუშაოდ და სახლში გვიან ბრუნდებოდა. ამასთან, მკაცრი დედა ჰყავდა, რომელიც უკრძალავდა მამაკაცებთან ურთიერთობას. "მაშინაც კი, როდესაც ჩემი ხელის სათხოვნელად მამაკაცები მოდიოდნენ, დედა მათ სახლიდან ყრიდა, ხანდახან ჯოხითაც კი. ამბობდა, რომ მან გამაჩინა იმისთვის, რათა მისთვის მომევლო", - ჰყვება საკინა.