loader

კრამატორსკის დაბომბვას 16 ადამიანი ემსხვერპლა: კადრები მოვლენების ეპიცენტრიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრამატორსკის დაბომბვას 16 ადამიანი ემსხვერპლა: კადრები მოვლენების ეპიცენტრიდან

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობა იტყობინება. ეუთო-ს ცნობით კი, ცეცხლი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან გახსნეს.

რუსმა "ბოევიკებმა" კრამატორსკზე შეტევა გუშინ, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიწყეს. როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, ცეცხლი უკრაინის სპეცოპერაციის შტაბს გაუხსნეს, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. გუშინ ღამით კრამატორსკში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩავიდა და დაბომბილი ტერიტორიები დაათვალიერა.