loader

ჯო ბაიდენი თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უხერხულად ჩაეხუტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენი თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უხერხულად ჩაეხუტა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის ახალი თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერის მეუღლისადმი ჟესტის გამო სკანდალში გაეხვა. უხერხული სიტუაცია პენტაგონის ხელმძღვანელის ფიცის დადების დროს მოხდა, თეთრ სახლში 17 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე.

როდესაც კარტერმა მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდა დაიწყო, გვერდით მდგომმა ბაიდენმა თავისთან სტეფანი კარტერი მოიხმო. მას შემდეგ, რაც ქალი ბაიდენს მიუახლოვდა და მის წინ დადგა, ვიცე-პრეზიდენტმა მხრებზე ხელები მოხვია, შემდეგ კი დაბნეულ ქალს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მეუღლემ პასუხად თავი დაუქნია.