loader

მოსკოვში 62 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში 62 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა

მოსკოვში 62 წლის გალინა შუბენინამ ბავშვი გააჩინა. 10 წლის წინ ვაჟის დაღუპვით გამოწვეული ტრაგედიის შემდეგ მან კვლავ გადაწყვიტა, დედა გამხდარიყო. პაციენტი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების საშუალებით დაორსულდა.

ექიმების თქმით, ორსულობა ამ ასაკში, შესაძლოა, სახიფათო ყოფილიყო, როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გალინა საკითხს სერიოზულად მიუდგა - დიეტას იცავდა და ვარჯიშობდა. რამდენიმე დღის წინ კი ჯანმრთელი გოგონა კლეოპატრა დაიბადა.