loader

ჩინელების ხრიკები - რა აღმოაჩინა რუსმა მამაკაცმა ჩინურ ბოტასებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინელების ხრიკები - რა აღმოაჩინა რუსმა მამაკაცმა ჩინურ ბოტასებზე

კირილ გოლოვოჩენკომ Youtube-ზე ჩინეთიდან შემოსული ბოტასები მიმოიხილა: "მინდა, აზიიდან ჩვენი მეგობარი ჩინელების მორიგი გამოგონება გაჩვენოთ. მათ, აი, ასეთი ბოტასები შექმნეს. შორიდან ჩვეულებრივი ჩინური ბოტასებია, რომელსაც ”აიროლი” ეწოდება, თუმცა დიზაინი ცნობილ ბრენდებს მოგაგონებთ. მოდით, ვნახოთ, რა გამოიგონეს. ეს ბოტასები 3.5 დოლარი ღირს. მათ ისინი ჩვენთან შემოაქვთ ბუტიკში და აი, რაშია მთელი საიდუმლოება: ვიღებთ მაკრატელს, ვაშორებთ ამ ემბლემას და მივიღებთ ”ადიდასის” ახალ ბოტასებს, სულ რაღაც 3,8 დოლარად. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ბოტასები მოსკოვის მაღაზიაში 200 დოლარი ღირს. სულ რაღაც ორი პატარა მინაწერი იმისათვის, რომ ეს საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე შემოიტანონ, შედეგად კი ”ადიდასი” შეგვრჩება. აი, ასეთი გამომგონებლები არიან ჩინელები".