loader

26-საათიანი უნიკალური ოპერაცია - ამერიკაში 10 თვის სიამის ტყუპი დააცალკევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26-საათიანი უნიკალური ოპერაცია - ამერიკაში 10 თვის სიამის ტყუპი დააცალკევეს

ამერიკაში, ტეხასის შტატში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა - ექიმებმა 10 თვის სიამის ტყუპი და დააშორეს. მედიკოსებმა ორივეს სიცოცხლე შეუნარჩუნეს და ამჟამად ნატალი და ადელინა სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ადრე მსგავს შემთხვევებში თუ ტყუპები ერთმანეთთან გულმკერდით და მუცლით იყვნენ დაკავშირებულები, ექიმებს მხოლოდ ერთის გადარჩენა შეეძლოთ. ამ შემთხვევაში განცალკევებაში 12 გამოცდილი ქირურგი, 6 ანესთეზიოლოგი და 8 მედდა მონაწილეობდა. ოპერაცია 26 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.