loader

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო ორნელა მუტის პატიმრობა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო ორნელა მუტის პატიმრობა მიესაჯა

იტალიის სასამართლომ ცნობილ მსახიობს, ორნელა მუტის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო 8-თვიანი პატიმრობა და 30 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება 2010 წელს მომხდარ ფაქტს, როცა მსახიობი ვერდის თეატრში დაგეგმილ სპექტაკლზე არ მივიდა და თეატრის ადმინისტრაციას ყალბი სამედიცინო ცნობა წარუდგინა. სპექტაკლში თამაშის ნაცვლად, ის პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო, რომელზეც, მის გარდა, სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის: შერონ სტოუნი, ჟერარ დეპარდიე, გოლდი ჰოუნი და სხვები.