loader

ხელოვანი გაშიშვლდა და მუზეუმში ჩვილით ხელში ისეირნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელოვანი გაშიშვლდა და მუზეუმში ჩვილით ხელში ისეირნა

გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დამთვალიერებლები 32 წლის შვეიცარიელი ხელოვანის, მილო მოირეს შიშველი პერფორმანსის მოწმეები გახდნენ.

მოირემ მუზეუმის დარბაზებში სრულიად შიშველმა ისეირნა. ქუსლიანი ფეხსაცმელების ამარა ქალს ხელში ჩვილი ეჭირა და  გამოფენის -  "შიშველი ცხოვრება: ფრენსის ბეკონი, ლიუსენ ფრეიდი, დევიდ ჰოკნი და სხვები" ნახატებთან ჩერდებოდა. ხელოვანის გვერდით  მშვიდად დადიოდნენ მუზეუმის დამთვალიერებლები, რომლებიც ასევე ცნობილი ოსტატების ნამუშევრებს ათვალიერებდნენ.