loader

უკრაინის რადაში დეპუტატების ნაწილმა ტრიბუნის ბლოკირება სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის რადაში დეპუტატების ნაწილმა ტრიბუნის ბლოკირება სცადა

უკრაინის უმაღლეს რადაში 30-ზე მეტმა დეპუტატმა ტრიბუნის ბლოკირება სცადა მაშინ, როდესაც სიტყვით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ვალერია გონტარევა გამოდიოდა. ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. რადიკალური პარტიის ლიდერ ოლეგ ლიაშკოს ხელმძღვანელობით, ათობით კანონმდებელმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მოხსენება არ დაასრულებინა.

"სირცხვილი", "გადადექი" - სკანდირებდნენ ისინი. გონტარევა იძულებული გახდა, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

დღეს უმაღლეს რადაში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე მსჯელობდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ეკონომიკური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, გაიზარდა პროდუქციასა და კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადები.