loader

ლიბანელმა ტელეწამყვანმა სექსისტ სტუმარს პირდაპირ ეთერში მიკროფონი გამოურთო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიბანელმა ტელეწამყვანმა სექსისტ სტუმარს პირდაპირ ეთერში მიკროფონი გამოურთო

ცნობილმა ლიბანელმა ტელეწამყვანმა რიმა კარაკიმ ისლამისტ ქადაგთან - ჰანი ას-საბაისთან საუბარი შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც მან ტელეწამყვანს მისივე შოუს პირდაპირ ეთერში "მოკეტვა" უბრძანა.

გადაცემაში განხილვის თემა იყო ქრისტიანების თანამშრომლობა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან". ქადაგმა ხანგრძლივი ისტორიული მოკვლევა დაიწყო, მაგრამ ჟურნალისტმა სთხოვა, თემას დაბრუნებოდა. ას-საბაიმ უპასუხა, რომ მალე გადავიდოდა, მაგრამ წამყვანმა მას შეაწყვეტინა და შეატყობინა, რომ წესებს იგი განსაზღვრავდა.

შეიხი მდგომარეობიდან გამოვიდა: "მოკეტე და მომეცი თქმის საშუალება", - დაიყვირა მან და დასძინა, რომ ქალისთვის ინტერვიუს მიცემა მისი ღირსების შელახვა იყო. ამ სიტყვებზე წამყვანმა სტუმრის მიკროფონი გაათიშვინა და განაცხადა, რომ საუბარი გაგრძელდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა იგი ოპონენტისადმი პატივისცემით მოპყრობას ისწავლიდა.