loader

როგორ უპასუხა უკრაინამ ვირუსულ ვიდეოს - "მე რუსი ოკუპანტი ვარ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უპასუხა უკრაინამ ვირუსულ ვიდეოს - "მე რუსი ოკუპანტი ვარ"

უკრაინის ინფორმაციულმა ჯარმა ინტერნეტში რუსული პროპაგანდისტული ვიდეორგოლის - "მე რუსი ოკუპანტი ვარ" საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში კრემლის აგრესიის ნამდვილი შედეგებია მოთხრობილი.

პროპაგანდისტული ვიდეორგოლი - "მე რუსი ოკუპანტი ვარ" YouTube-ზე 27 თებერვალს გამოქვეყნდა და 5 მლნ-მდე ადამიანმა ნახა. მას სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ. კადრს მიღმა ხმა ციმბირის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, შუა აზიისა და უკრაინის ოკუპაციის შესახებ ჰყვება. მთხრობელის თქმით, ოკუპაციას ყოველ ჯერზე ინდუსტრიალიზაცია და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მოსდევდა. ავტორების თქმით, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსებმა დატოვეს, ამჟამად სიღარიბე სუფევს.

ახალი ვიდეო სხვადასხვა ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაციის შედეგებს "უარყოფს" , რომელთა შესახებ ორიგინალურ ვიდეორგოლში არის მოთხრობილი.

იხილეთ: "გამარჯობა, მე რუსი ოკუპანტი ვარ" - ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, რა სურს რუსეთს