loader

აფრიკელი რეპორტიორი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფრიკელი რეპორტიორი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს

სამხრეთაფრიკული მედიაჰოლდინგის, South African Broadcasting Corporation (SABC)-ის ჟურნალისტები სამხრეთ აფრიკაში, გაუტენგის პროვინციაში გაძარცვეს.

კადრებში ორი მძარცველი რედაქტორ ვუო მვოკოს უხლოვდება, რომელიც კამერის წინ ეთერისთვის ემზადება. როგორც ჟურნალისტმა მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ და იარაღი ჰქონდათ. ახალგაზრდებმა მვოკოს შემოარტყეს წრე და ტელეფონი მოსთხოვეს, რომელითაც იგი რედაქციას უკავშირდებოდა.

როგორც ჟურნალისტმა განმარტა, ქურდებმა მას და ასევე, SABC-ის რეპორტიორ კრისელდე ლიუისს და უცხოური განყოფილების რედაქტორ სოფი მოკოენეს ტელეფონები, ნოუთბუქები და სატელევიზიო აღჭურვილობა წაართვეს.