loader

"როგორ გავანათოთ ობამას თვალები? ყურებში შევანათოთ ფანარი" - პრეზიდენტი კითხულობს, რას წერენ მასზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ გავანათოთ ობამას თვალები? ყურებში შევანათოთ ფანარი" - პრეზიდენტი კითხულობს, რას წერენ მასზე

ჯიმი კიმელი ცნობილ ადამიანებს ხშირად აკითხებს მათ შესახებ "ტვიტერზე" დაწერილ მწვავე კომენტარებს. ამჯერად, კიმელს, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტუმრობდა და მასზე დაწერილი ტვიტები ქვეყნის პირველ პირსაც წააკითხა.

"გავაგზავნოთ სადმე, გოლფის კურსებზე და დავტოვოთ იქ" - ასეთი იყო ერთი კომენტარი. სხვათა შორის, იდეა პრეზიდენტს ძალიან მოეწონა. "ობამას ბოლო დროს თმა უფრო გაუჭაღარავდა. უცნაურია, რატომ. არა მგონია, ის იმაზე დარდობდეს, რაც ირგვლივ ხდება" - კიდევ უფრო მწვავე იყო მორიგი ტვიტი. ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს მათზე.