loader

"ვერ მოესწრებიან" - პუტინი ცოცხალია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან ქებას ისმენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ მოესწრებიან" - პუტინი ცოცხალია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან ქებას ისმენს

10-დღიანი გაუჩინარების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. "ინტერფაქსის" ცნობით, კრემლის ლიდერი სანკტ-პეტერბურგში შეხვდა ყირგიზ კოლეგას, ალმაზბეკ ატამბაევს და მას ავტომობილით კონსტანტინეს სასახლე დაათვალიერებინა.

ატამბაევმა მასთან პირისპირ შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ თავადვე დარწმუნდა გავრცელებული ჭორების სიცრუეში, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არამარტო დადის, სტუმრებს მასპინძლობს და თავადვე ასეირნებს მანქანით. "როგორც რუსეთში იტყვიან, ვერ მოესწრებიან" - უთხრა შეხვედრისას ყირგიზმა კოლეგამ პუტინს.

ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე 5 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, მისი ავადმყოფობის შესახებ.

ასევე იხილეთ: "დაკონსერვებული" პუტინი, ანუ როგორ იღებენ რუსული არხები პრეზიდენტზე სიუჟეტებს