loader

ამ ხედს დაინახავთ, თუ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან - ბურჯ-ხალიფადან გადმოიხედავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ხედს დაინახავთ, თუ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან - ბურჯ-ხალიფადან გადმოიხედავთ

ორგანიზაცია Freedom Conservation-მა დუბაიში, ცათამბჯენ ბურჯ-ხალიფას ყველაზე მაღალი წერტილიდან არწივის ფრენა გადაიღო. ფრინველმა, რომლის ზედმეტსახელი დარშანია, 829,8 მეტრი სიმაღლიდან დედამიწამდე ფრენას 1,5 წუთი მოანდომა. არწივის ზურგზე კამერა Sony ActionCam Mini დაამაგრეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარაა.

ბურჯ-ხალიფადან ფრენა Freedom Conservation-ის მტაცებელი ფრინველების გადაშენების პრობლემისკენ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობი აქციის ნაწილია.