loader

დონეცკში სამხედრო მანქანამ 8 წლის გოგონა იმსხვერპლა - მოსახლეობა მთავრობის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში სამხედრო მანქანამ 8 წლის გოგონა იმსხვერპლა - მოსახლეობა მთავრობის წინააღმდეგ

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში სამხედროების მანქანის დაჯახების შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა. "კიევპოსტის" ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანამ კონტროლი დაკარგა და მცირეწლოვანს დაეჯახა, რომელიც მამიდასთან და მამიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შემდეგ კონსტანტინოვკის ქუჩებში ხალხი გამოვიდა. ადგილობრივები უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და სამხედროების ქალაქში ყოფნა გააპროტესტეს.

თვითმხილველების თქმით, უკრაინის არმიის ყაზარმებს აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს. უკრაინის მთავრობის განცხადებით კი, სამხედროები, რომლებიც იმ ავტომობილში ისხდნენ, დაკავებულნი არიან.