loader

ადამიანი, რომელმაც პირველად ნახა ინტერნეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამიანი, რომელმაც პირველად ნახა ინტერნეტი

82 წლის შვედი ბებოს ცხოვრება თავდაყირა დადგა, როცა მან ინტერნეტი პირველად გამოიყენა. კერსტინ ვოლგერსმა "სკაიპს", "ინსტაგრამს", "ტვიტერს" "გემო გაუსინჯა", Google-ის დახმარებით ბევრი საინტერესო რამ მოძებნა და Reddit-ის მომხმარებლების 2400 კითხვაზე პასუხის გაცემაც მოასწრო.

ამ დრომდე მხცოვან შვედს კომპიუტერი არასოდეს გამოუყენებია. მიუხედავად ამისა, მან კომპანია MyNewsDesk-ის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, აიღო კამერა, პლანშეტი, სმარტფონი და 5-დღიანი გამოცდა გაიარა.

მას შემდეგ, რაც მოხუცმა 100-ზე მეტი "ტვიტი" გააგზავნა, Instagram-ზე 39-ჯერ დაპოსტა და YouTube-ზე Gangnam Style ნახა, აღიარა, რომ ბევრი დაკარგა, როდესაც ტექნოლოგიების მიღწევებს არ აღიარებდა და ამიერიდან აქტიური მომხმარებელი გახდება.