loader

ოთხმა კამიკაძემ იემენის ორ მეჩეთში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთხმა კამიკაძემ იემენის ორ მეჩეთში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

იემენის დედაქალაქ სანააში ორ მეჩეთში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "როიტერის" ცნობით, აფეთქებები ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების ცნობით, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

მეჩეთები, სადაც თავდასხმები მოხდა, შიიტ მუსლიმებს - ჰუსიტებს ეკუთვნით, რომლებმაც გასული წლის სექტემბერში მთავრობაზე კონტროლი დაამყარეს. მომხდარის გამო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი იძულებული გახდა, ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.