loader

უკრაინის რადას ტრიბუნა ბლოკირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის რადას ტრიბუნა ბლოკირებულია

პარტია "სვაბოდას" წევრებმა უკრაინის უმაღლესი რადას ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტი" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, დეპუტატები პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოძიებას ითხოვენ. პარტია "სვაბოდას" დეპუტატებმა ტრიბუნა პარლამენტის სესიის დაწყებისთანავე დაიკავეს. პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეროვნული და პარტიის დროშები ეჭირათ და იაცენიუკის წინააღმდეგ კორუფციის შესახებ ბრალდებების გამოძიებას ითხოვდნენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გამოძიების პერიოდში იაცენიუკმა პოსტი უნდა დატოვოს.

არსენი იაცენიუკს ფინანსური ინსპექციის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გორდიენკო კორუფციაში ადანაშაულებს.

პარტია "სვაბოდა" გუშინდელ სხდომაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც აღნიშნულ საქმეს გამოიძიებს.