loader

300-მდე "კანონიერი ქურდი" რუსეთში შაქრო კალაშოვის ხელმძღვანელობით შეიკრიბება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

300-მდე "კანონიერი ქურდი" რუსეთში შაქრო კალაშოვის ხელმძღვანელობით შეიკრიბება

რუსეთში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შეკრება იგეგმება. აზერბაიჯანული საინფორმაციო არხის, APA TV-ის ინფორმაციით, ამჯერად ისინი დიდ შეკრებაში მონაწილეობას "კანონიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის ხელმძღვანელობით მიიღებენ.

არხის ინფორმაციით, "კანონიერმა ქურდებმა" დიდი შეკრებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. შეკრებაზე კრიმინალური სამყაროს ზოგიერთი პირისთვის "ქურდის" ტიტულის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ. მოსალოდნელია, რომ შეკრებაში დაახლოებით 300 "კანონიერი ქურდი" მიიღებს მონაწილეობას. ამავე დროს, საუბარი შეეხება ტარიელ ონიანის ყოფილ და ამჟამინდელ მომხრეებს შორის დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, შაქრო კალაშოვი ტიტულ "ბოსების ბოსის" პირველი კანდიდატია, რომელიც დედ ჰასანის სიკვდილის შემდეგ ჯერჯერობით არავის მინიჭებია.

ასევე იხილეთ:

"ქურდებს სიცოცხლე ბ...ს სიკვდილი!" - ქართულ ინტერნეტსივრცეში სკანდალური საიტი გამოჩნდა

ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე" და ქართველი კრიმინალების დაკავების კადრები