loader

სკანდალი პუტინის ეთერში: რუსები მთავრობის შესახებ სიმართლეს მოძრავ სტრიქონში წერდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი პუტინის ეთერში: რუსები მთავრობის შესახებ სიმართლეს მოძრავ სტრიქონში წერდნენ

16 აპრილს რუსული ტელეკომპანიების პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა. პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე შეკითხვების გარდა, რუსი მოქალაქეები საყოფაცხოვრებო თხოვნებითაც მიმართავდნენ პრეზიდენტს პირდაპირი სატელეფონო ხაზის თუ ვიდეოჩართვის საშუალებით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის ნაწილის ნამდვილი კითხვები მოძრავ სტრიქონში იყო წარმოდგენილი, მაგრამ ბუნებრივია, ისინი ვლადიმერ პუტინისთვის არავის გადაუცია.

"იქნება თუ არა სტაბილური რუბლის კურსი? ოღონდ გულწრფელად გვიპასუხეთ!"; "ყველა გუბერნატორზე რომ მოკვლევა ჩავატაროთ, ერთ დღეში გამოვალთ კრიზისიდან"; "როგორ ვიცხოვროთ თვეში 10 ათას რუბლად? თუმცა ამ კითხვაზე პუტინი არ უპასუხებს..."; ბაიკალისპირა მხარე ცეცხლშია გახვეული, ხელისუფლებას ჩვენ არ ვაღელვებთ?"; პუტინ, გამოგვიგზავნე ფული. გვიჭირს" - ასეთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდნენ მოქალაქეები პრეზიდენტის სახელზე.