loader

კარატეს ქართველ ინსტრუქტორს ამერიკის პოლიცია ბიჭუნებთან სექსუალური კავშირისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარატეს ქართველ ინსტრუქტორს ამერიკის პოლიცია ბიჭუნებთან სექსუალური კავშირისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებს

აშშ-ში, მონტგომერის ოლქში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ჰყიდდა. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა კარატეს სტუდიაში, სადაც თავად მუშაობდა. მონტგომერის პოლიციის განცხადებით, ალექსანდრე სუმბაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა აშშ-ი და სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა.

"1-ელ აპრილს პოლიციამ სუმბაძე დაკითხა, რა დროსაც მან აღიარა, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოებითა და ფოტოებით ვაჭრობდა. დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, სუმბაძემ აშშ-ი დატოვა", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, მონტგომერის პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვიდეოებში ჩანს. "გასული წლის დეკემბერში, მონტგომერის პოლიციამ სამხრეთ დაკოტას გამომძიებლებისგან მიიღო შეტყობინება, რომ მონტგომერის ოლქში ვიღაც ინტერნეტში ათავსებდა ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭუნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან. პოლიციის განცხადებით, ვიდეოები იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორი იყო. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ. "პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.