loader

კადიროვმა ჩეჩნებს რუსი პოლიციელებისთვის სროლის უფლება მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადიროვმა ჩეჩნებს რუსი პოლიციელებისთვის სროლის უფლება მისცა

ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩენ სამართალდამცველებს იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს იმ რუსი ძალოვნების წინააღმდეგ, რომლებიც რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ჩეჩნეთში სპეცოპერაციებს ატარებენ.

რამზან კადიროვმა რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით სპეციალური თათბირი მოაწყო, სადაც განიხილეს 19 აპრილს მომხდარი შემთხვევა, როცა გროზნოს ერთ-ერთ რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ძებნილი ჯამბულატ დადაევი მოკლეს. ოპერაციას რუსეთის ფედერაციის შსს-ს ოპერატიული დეპარტამენტი ახორციელებდა, რომელიც ჩეჩნეთშია დისლოცირებული.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონი უზენაესია. მე თქვენ ოფიციალურად გიცხადებთ: თუ თქვენს ტერიტორიაზე, თქვენი ნებართვის გარეშე გამოჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს ვინ - მოსკოველი თუ სტავროპოლელი - გაუხსენით ცეცხლი სამიზნეს. ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიონ!" - განაცხადა კადიროვმა.