loader

ნეპალში ნგრევის მასშტაბები უზარმაზარია - მსხვერპლმა კი 3 200-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნეპალში ნგრევის მასშტაბები უზარმაზარია - მსხვერპლმა კი 3 200-ს გადააჭარბა

კატმანდუს და ნეპალის სხვა ქალაქების მთელი უბნები ნანგრევებად იქცა. მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები დაანგრია, გზებზე ბზარები გაჩნდა, დაზიანებულია დედაქალაქის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. ბევრ რაიონში შეწყვეტილია სატელეფონო კავშირი და ელექტროენერგიის მიწოდება, ადამიანებს არ აქვთ საკმარისი მედიკამენტები, წყალი და საკვები პროდუქტები.

სტიქიამ მიწასთან გაასწორა ისტორიული მონუმენტები და უძველესი ტაძრები. კატმანდუში დჰარაჰარა კოშკი ჩამოინგრა, რომელიც იუნესკოს არქიტექტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნების ეშინიათ.

ნეპალში 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 200-ს გადააჭარბა. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ჩინეთსა და ინდოეთშიც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 70-მდე ალპინისტი შეეწირა. სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი.

ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. ბოლო 80 წელი ნეპალში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა არ ყოფილა.