loader

ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. "ბიბისის" ცნობით, დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მამაკაცის დაღუპვის ფაქტს აპროტესტებენ, არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში დაწვეს შენობები, დაზიანებულია მაღაზიის ვიტრინები. დაპირისპირების დროს დაშავდა 15 სამართალდამცველი. არეულობისას 30-მდე აქტივისტი დააკავეს.

შექმნილი ვითარების გამო სკოლების უმრავლესობამ სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა. სამართალდამცავი სტრუქტურები ქალაქში წესრიგის აღდგენას ცდილობენ. იგეგმება 5 000-ზე მეტი სამხედროს განლაგება.

ფერადკანიანი ფრედი გრეი 12 აპრილს დააკავა პოლიციამ. მას ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ის გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრები ბრალს პოლიციას სდებენ.