ბალტიმორში არეულობაში მონაწილე შვილი დედამ წიხლებით გამოათრია აქციიდან
აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მამაკაცის დაღუპვის ფაქტს აპროტესტებენ, არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში დაწვეს შენობები, დაზიანებულია მაღაზიის ვიტრინები. დაპირისპირების დროს დაშავდა 15 სამართალდამცველი. არეულობისას 30-მდე აქტივისტი დააკავეს.
ინტერნეტში კადრები გამოჩნდა, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს დედა, შეაჩეროს შვილი, რომელიც არეულობაში იღებს მონაწილეობას.
ინტერნეტში კადრები გამოჩნდა, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს დედა, შეაჩეროს შვილი, რომელიც არეულობაში იღებს მონაწილეობას.