loader

ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა

ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურთან ახლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის, ზორიან შკირიაკის თქმით, ხანძრის გაჩენის ძირითად ვერსიად დაუდევრობას ასახელებენ. თუმცა, მანამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, განგებ გააჩინეს.

ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა. ის ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურს უახლოვდებოდა, თუმცა გვიან ღამით მეხანძრეთა ჯგუფმა მისი ლოკალიზება შეძლო. "ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამჯერად ხანძარი სადგურიდან 20 კილომეტრში მძვინვარებს", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა.