loader

გოგოა, გოგო! - როგორ შეატყობინეს მსოფლიოს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მეორე შვილის დაბადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგოა, გოგო! - როგორ შეატყობინეს მსოფლიოს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მეორე შვილის დაბადება

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა - პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მეორე შვილი შეეძინათ. 25 წლის შემდეგ პირველად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გოგონა დაიბადა. მისი წინამორბედი, პრინცესა ევგენია 1990 წელს დაიბადა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ახალშობილი 3 კილოგრამსა და 700 გრამს იწონის. მიდლტონმა მეორე შვილი სამშობიაროში მიყვანიდან სამ საათში გააჩინა. მთელი ამ დროის მანძილზე ლონდონში, წმინდა მარიამის ჰოსპიტალისადმი მსოფლიო მედიის ყურადღებაა მიპყრობილი. ლონდონში სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ჟურნალისტი და ტურისტი ჩავიდა. სამშობიაროსთან შეკრებილი ასობით ადამიანისთვის მახარობელმა სპეციალური ტექსტი წაიკითხა, რომლითაც ამცნო მსოფლიოს სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადება.

შეგახსენებთ, პრინც უილიამსა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინს პირველი შვილი - ჯორჯ ალექსანდრე ლუი 2013 წლის 22 ივლისს შეეძინათ.