loader

პრინცმა უილიამმა პატარა ჯორჯი ახალშობილი დაიკოს გასაცნობად მიიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცმა უილიამმა პატარა ჯორჯი ახალშობილი დაიკოს გასაცნობად მიიყვანა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა - პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მეორე შვილი შეეძინათ. 25 წლის შემდეგ პირველად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გოგონა დაიბადა. ლონდონში, წმინდა მარიამის ჰოსპიტალში, პატარას დაბადებიდან რამდენიმე საათში, პრინცმა უილიამმა დედიკოსა და ახალშობილი დაიკოს მოსანახულებლად პრინცი ჯორჯი მიიყვანა. 2 წლის ჯორჯის გამოჩენას სამშობიაროსთან შეკრებილების ოვაციები მოჰყვა.

ლონდონში სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადების გასაშუქებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ჟურნალისტი და უბრალოდ ცნობისმოყვარე ტურისტი ჩავიდა.

ასევე იხილეთ:

როგორ გამოიყურება პატარა პრინცესა - უილიამმა და ქეითმა ახალშობილი ქალიშვილი მსოფლიოს გააცნეს

გოგოა, გოგო! - როგორ შეატყობინეს მსოფლიოს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მეორე შვილის დაბადება

"ის ხმაურიანი და სიმპათიურია" - პრინცი უილიამი პატარა ჯორჯზე