loader

"რაინდები ვეფხვის ტყავში": ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ორგანიზაცია ჩამოყალიბდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაინდები ვეფხვის ტყავში": ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ორგანიზაცია ჩამოყალიბდა

"Витязи в тигровых шкурах" - ასე მოიხსენიებს უკრაინული საიტი joinfo.ua ქართველ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინის მიწაზე იბრძვიან. დღეისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ასზე მეტი ქართველი იბრძვის. ამასთან, უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაღუპული გიორგი ჯანელიძის სახელობის ორგანიზაცია შექმნეს, რომელიც უკრაინის არმიის რიგებში ქართველი მებრძოლების მოხვედრას შეუწყობს ხელს.

როგორც joinfo.ua იუწყება, ორგანიზაციის მონაწილეები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ბრძოლის მსურველების კოორდინაციას და მათ ფინანსურად უზრუნველყოფას გეგმავენ. ორგანიზატორების თქმით, ათასმა ქართველმა რუს აგრესორთან ბრძოლაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

"ანტიტერორისტულ ზონაში ბრძოლის მსურველები - ეს პროფესიონალი სამხედროები არიან: არტილერისტები, სპეციალისტები, სნაიპერები. უკრაინულ ჯარს ახლა პროფესიონალი კადრები სჭირდება. ამიტომ ეს ცენტრი სწორედ ასეთი სამხედროების შერჩევის კოორდინაციით იქნება დაკავებული, რომლებიც უკრაინულ ჯარს რეალურ სარგებელს მოუტანენ" - განაცხადა "ბალტია-შავის ზღვის ერების ალიანსის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თამარ შავლაძემ პრესკონფერენციაზე.