loader

როგორ "გაუშვეს პენსიაზე" აშშ-ის პრეზიდენტებმა ამერიკის ყველაზე ცნობილი შოუმენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ "გაუშვეს პენსიაზე" აშშ-ის პრეზიდენტებმა ამერიკის ყველაზე ცნობილი შოუმენი

შოუ Late Show with David Letterman-ის შემქმნელი და წამყვანი, 68 წლის დევიდ ლეტერმანი პენსიაზე გავიდა. ლეტერმანი 1993 წლიდან ტელეეკრანების საკვანძო "პერსონაჟი" იყო. მისი თოქ-შოუ, რომლის სტუმრები მუსიკოსები, მსახიობები, პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ, აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

წამყვანის პენსიაზე გასვლა კომიკურ ვიდეოში აშშ-ის პრეზიდენტებმა გამოაცხადეს. ვიდეო იწყება ჯერალდ ფორდის ცნობილი სიტყვებით - "ჩვენი ხანგრძლივი, ეროვნული კოშმარი დასრულდა", რომელსაც შემდეგ უმცროსი და უფროსი ბუშები, ასევე, ბილ კლინტონი იმეორებენ. წინადადებას ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი, ბარაკ ობამა ასრულებს: "ლეტერმანი პენსიაზე გადის".