loader

ემოციური კადრები - როგორ გამოემშვიდობა ჯო ბაიდენი სიმსივნით დაღუპულ შვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები - როგორ გამოემშვიდობა ჯო ბაიდენი სიმსივნით დაღუპულ შვილს

ათასობით ადამიანი შეიკრიბა დელავერში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილისთვის, ბო ბაიდენისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. უმცროსი ბაიდენი 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

თუმცა ეს არ იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ბაიდენების ოჯახს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დაატყდა თავს. 1972 წლის დეკემბერში, ერთი თვის შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი სენატში აირჩიეს, პოლიტიკოსმა მიიღო შეტყობინება, რომ ავტოავარიის შედეგად მისი მეუღლე ნეილია და 13 თვის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ავარიის დროს ავტომობილში მისი 4 წლის ვაჟი - ბო და 3 წლის ჰანტერიც ისხდნენ, თუმცა ისინი გადარჩნენ...

წაიკითხეთ ვრცლად: ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"