loader

განაში, წყალდიდობის გამო გაზგასამართ სადგურს შეფარებულები აფეთქებას ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განაში, წყალდიდობის გამო გაზგასამართ სადგურს შეფარებულები აფეთქებას ემსხვერპლნენ

განას დედაქალაქ აკრაში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "როიტერი" განის პრეზიდენტ ჯონ მაჰამაზე დაყრდნობით იტყობინება. გადაუღებელი წვიმის გამო 100-მდე ადამიანმა თავი ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურს შეაფარა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მათი უმრავლესობა დაიღუპა.

სამართალდამცველთა ცნობით, შემთხვევა აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც.

ქვეყანაში მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პარალელურად, წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.