loader

აცრემლებული ობამას ემოციური სამძიმარი ჯო ბაიდენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აცრემლებული ობამას ემოციური სამძიმარი ჯო ბაიდენს

აშშ-ს ვიცე-პრემიერის ჯო ბაიდენის ვაჟის დაკრძალვის ცერემონიაზე ვილმინგტონში კათოლიკურ ტაძარში შეკრებილების წინაშე ემოციური გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა ბარაკ ობამამ. "ბოს გარდაცვალებამ დიდი სიცარიელე დატოვა სამყაროში. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ტკივილის გადატანა გიწევთ თქვენ მის გარეშე. ახლა ჩვენც ბაიდენების ოჯახის წევრები ვართ და ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით - სიტყვას გაძლევთ, როგორც ბაიდენი" - ასე მიმართა ვიცე-პრეზიდენტსა და მის ოჯახს ცრემლმორეულმა პრეზიდენტმა, შემდეგ კი დარბაზში ჩავიდა და ბაიდენს გადაეხვია.

ბო ბაიდენი 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ: ემოციური კადრები - როგორ ემშვიდობება ჯო ბაიდენი სიმსივნით დაღუპულ შვილს