loader

ქალმა ჟურნალისტს სახეზე სიგარეტი ჩააწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა ჟურნალისტს სახეზე სიგარეტი ჩააწვა

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში, მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარმა ქალმა სასამართლო სხდომის შემდეგ ანთებული სიგარეტი კორესპონდენტს სახეზე ჩააწვა. ტელეარხ 9News-ის ჟურნალისტი ალექს ბერნარი ცდილობდა ინტერვიუს აღებას ქალისგან, რომელიც ქალაქ კაბულჩერის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, საკუთარი დაქალის მხარდასაჭერად. კენედი სტივს მეგობარი მამაკაცის მკვლელობაში ედება ბრალი.

ბრალდებულის მეგობარი სასამართლოზე პატარა შვილით იყო გამოსული, რომელიც ეტლში ეჯდა. დარბაზიდან გამოსვლისთანავე მან სიგარეტს მოუკიდა. ამ დროს რეპორტიორები შემოეხვივნენ. პასუხის გაცემის ნაცვლად კი, ქალმა ჟურნალისტს სახეზე ანთებული სიგარეტი მიადო.