loader

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი: მხოლოდ მათთვის, ვისაც ფუფუნება უყვარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი: მხოლოდ მათთვის, ვისაც ფუფუნება უყვარს

BMW-მ მე-7 სერიის უახლესი, რიგით მეექვსე თაობა (G11/G12) წარმოადგინა. თითქმის 40 წელია, რაც BMW მე-7 სერიას აწარმოებს და ეს მოდელი ბავარიელთა ერთ-ერთ უმთავრეს ძვირფასეულობას წარმოადგენს.

მაღალი კლასის ახალ სედანში BMW-მ აქცენტი ავტომობილის მაქსიმალურ სიმსუბუქეზე გააკეთა. კარბონისა და ალუმინის მიქსის დამსახურებაა ის, რომ ავტომობილმა წონაში 130 კილოგრამამდე დაიკლო. აქედან გამომდინარე, BMW-ს დიდი სედანი უფრო ეკონომიური და მანევრული უნდა გახდეს.

BMW-ს ახალი "შვიდიანის" ინტერიერი იმდენად სამაგალითოა, რომ ინტერიერს ვეღარც კი ვუწოდებთ - სალონს Executive Lounge ჰქვია. სავარძლები წარმოდგენილია გათბობით, გაგრილებით და ზურგის მასაჟის ფუნქციით. სურვილის შემთხვევაში დიდ, პანორამულ სახურავს მიიღებთ. ქვემოთ, კარებში განათებებია დამონტაჟებული, რომლებიც ასფალტს გაანათებს. სალონის სარკეზე არომატიზატორის ჩამოკიდება საჭირო არაა, რადგან მთლიანად ინტერიერია არომატიზაციის სისტემით აღჭურვილი. ამასთან, ბევრ ფუნქციას თაჩპადით მართავთ, სმარტფონებს კი უკაბელოდ დამუხტავთ.

წაიკითხეთ ყველაფერი ახალი ლუქს-ლიმუზინის შესახებ autobild.ge-ზე