loader

ქალაქ ნანტში უძველესი ტაძარი იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქ ნანტში უძველესი ტაძარი იწვის

საფრანგეთის ქალაქ ნანტში უძველეს ტაძარს ცეცხლი უკიდია. "ინდეფენდენთის" ცნობით, ხანძარი დღეს დილის მესის დაწყების შემდეგ გაჩნდა და მას ამ დრომდე ებრძვიან.

ცეცხლმა უძველესი ბაზილიკის სახურავის სამი მეოთხედი ნაწილი უკვე დააზიანა. ხანძრის გამო ტაძარში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ქალაქის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძარი შესაძლოა, ეკლესიაში შედუღებითი სამუშაოების შედეგად გაჩნდა.

ქრისტიანული ბაზილიკა მე-19 საუკუნეშია აშენებული. იგი ორი ახალგაზრდა წმინდანის სახელობისაა. ტაძრის სამრეკლოს 291-დან 4 614 კილოგრამამადე წონის 10 ზარი აქვს, რომელთა რეკვის ხმას იგივე ძალა აქვს, რაც ლონდონის "ბიგ ბენს".