loader

უკრაინელი დეპუტატი რადაში სხდომაზე ნაყინს ჭამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი დეპუტატი რადაში სხდომაზე ნაყინს ჭამს

უკრაინაში, სოციალური ქსელის მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, რომელშიც ასახულია უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი პარტია "სახალხო ფრონტიდან" ტატიანა ჩერნოვოლი, რომელიც პირდაპირ პარლამენტის სხდომაზე ნაყინს ჭამს.

დეპუტატისთვის უხერხულობა არ შეუქმნიათ არც კოლეგებს და არც ჟურნალისტებს, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ. ჩერნოვოლი რამდენიმე წუთით დარბაზიდან გავიდა, მაგრამ მალე საკუთარ სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა და კოლეგის გამოსვლის დროს ნაყინის ჭამაც დაასრულა.