loader

ობამამ ჩარლსტონში ტაძარში დაღუპულების პანაშვიდზე იმღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამამ ჩარლსტონში ტაძარში დაღუპულების პანაშვიდზე იმღერა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჩარლსტონში ჩავიდა, სადაც 17 წლის დილან რუფი აფრიკულ საეპისკოპოსო ტაძარში შეიჭრა და ცხრა ადამიანი მოკლა. 27 ივნისს დაღუპულების პანაშვიდი გადაიხადეს.

სასულიერო პირების გამოსვლის შემდეგ ობამა ტრიბუნასთან მივიდა და აშშ-ში რასიზმთან ბრძოლისა და ქვეყანაში იარაღის თავისუფალი მიმოქცევის შესახებ ისაუბრა.

ობამამ სიტყვა სიმღერა Amazing Grace-იდან ნაწყვეტით დაასრულა, რომელიც ამერიკაში ცნობილია, როგორც ქრისტიანული ჰიმნი.

17 ივნისს დილან სტორმ რუფი ჩერლსტონის ცენტრში ტაძარში შეიჭრა და ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის ვარაუდით, მან თავდასხმა სიძულვილის ნიადაგზე განახორციელა.